- Advertisement -

ვაშაძე: ჩვენ ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში სადაც დავშლით პოლიტიკურ პოლიციას

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში ამომრჩეველს შეხვდა.

“ჩვენ ამისთანა ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა, მაგრამ არც ემიგრაცია არ გვინდა. უმოკლეს ვადებში მოვიყვანოთ ქვეყნის მართვის სადავეებში პროდასავლური მთავრობა, რომელიც შეწყვეტს ქართველის ქართველთან დაპირისპირებას.

ჩვენ ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში აუდიტის სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი შერჩეული იქნება ოპიზიციის მიერ. ჩვენ ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში სადაც დავშლით პოლიტიკურ პოლიციას და ისე გვაკეთებთ, რომ ის აღარსოდეს აღარ აღსდგეს. სადაც ოპოზიცია იქნება ხელისუფლების ნაწილი, რომ ხელისუფლებას ქონდეს მემკვიდრეობითობა და აღარასოდეს ქვეყნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტები არ შეწყდეს”, – განაცხადა ვაშაძემ.

Comments
Loading...