“ვერ დავიცავთ სხვის უფლებებს” – თელავში სოცმუშაკები აქციას მართავენ

“სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის; ვერ დავიცავთ სხვის უფლებებს ” – ამ ტრანსპარანტებით ხელში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრმლებმა აქცია თელავშიც გამართეს. სოცმუშაკები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები ბენეფიციარებისთვის ეფექტური და მყისიერი მომსახურების შექმნას ითხოვენ.

“კადრების სიმცირეა, ამიტომ ვერ ვასრულებთ დამუაშაოს ადამიანური რესურსის სიმცირის გამო. ხშირად ჩვენი ხელფიდან გვიხდება ხარჯების დაფარვა. აუცილებელია სამუშაო პირობების გაუმჯობესება”- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციას კახეთში სახალხო დამცველის წარმომადგენელიც შეუერთდა.

Comments
Loading...