ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმს მაიაკოვსკის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი მწერლები და მთარგმნელები სტუმრობდნენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო ეკო-ხელოვნების ფესტივალ “ბაღდათის ზეცა სულის ეკოლიგია”,-ს ფარგლებში, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ- მუზეუმს უცხოელ შემოქმედებთან ერთად, მაიაკოვსკის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი მწერლები და მთარგმნელები სტუმრობდნენ, რომელთა მონაწილეობითაც სალონური შეხვედრა მოეწყო.

მწერლებმა და პოეტებმა მაიაკოვსკის მოღვაწეობის შსახებ საინტერესო ისტორიები გაიხსენეს და მისი ლექსების ახალი თარგმანები წაიკითხეს. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბაღდათში მთელი კვირის განმავლობაში შემოქმედებითი ღონისძიებები მიმდინარეობს.

აღნიშნული ფესტივალი ვლადიმერ მაიაკოვსკის 125 წლის იუბილეს ეძღვნება, ფესტივალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Comments
Loading...