- Advertisement -

ზუგდიდიდან ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში, დაანონსებულ აქციაზე მიდიან

თბილისში დაანონსებულ აქციაზე დასასწრებად ზუგდიდიდან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები გაემგზავრნენ.

ჟურნალისტებთან საუბარში მათ განაცხადეს, რომ პარლამენტში, საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ და პროტესტს რესპუბლიკის მოედანზე თანაგუნდელებთან ერთად განოხატავენ.

“მივდივართ რათა ხელოსუფლებას მივაწვდინოთ ხმა და ადამიანების სისხლით მოპოვებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნა გავაპროტესტოთ. არ გავჩერდებით, ვიდგებით ქუჩაში მანამ, სანამ არ გადავა ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე,”- აცხადებენ ისინი.

Comments
Loading...