ზუგდიდის ვიცე მერი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, ოქტომბერისა და დარჩელი-ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

“საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რასაც ეტაპობრივად ვახორციელებთ. სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას კი გავაკონტროლებთ“-აღნიშნა გიგა ფარულავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულში, ორსანტიასა და დარჩელის დამაკავშირებელი გზის (ორსანტიას ასფალტირებული გზიდან დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 4128 მეტრია.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია სანიაღვრეების, მიერთებისა და ეზოში შესასვლელის მოწყობა. მისი ღირებულება 2 000 000 ლარია. გზა რეაბილიტირდება ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულშიც, ბეტონის საფარი იგება 2200 მეტრზე, ღირებულება 1 122 606 ლარია. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.

გზის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

Comments
Loading...