ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო- საღვთო ლიტურგია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლენა. ლიტურგია 00:00 საათზე დაიწყო.

მშენებარე საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო-საშობაო ლიტურგია 2014 წლიდან იმართება , მანამდე წირვა ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარში იმართებოდა . საშობაო-სადღესასწაულო ლიტურგია სამეგრელოს ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა.

Comments
Loading...