- Advertisement -

ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

მილენიუმის მიერ სრულად რეაბილიტირებული ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. სკოლა ერთ-ერთია იმ 91 სკოლას შორის, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით.

შედეგად, ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1,170 მოსწავლისათვის და რეაბილიტირდა 4,000 კვ/მ ფართობი.

სკოლის გახსნის ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Comments
Loading...