ზუგდიდის მერიამ შესაძლოა, მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტოს

ზუგდიდის მერიამ შესაძლოა, მუნიციპალიტეტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით გამარჯვებულ კომპანია, შპს „საქ-ავტოტრანსი 2014“ -ს ხელშეკრულება შეუწყვიტოს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის მერის მოადგილე გიორგი შენგელიამ განუცხადა.

როგორც შენგელიამ განმარტა, კომპანია ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და შესაბამისად სწორედ ამ მიზეზით უახლოეს დღეებში დაიწყება ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მუშაობა და ალტერნატიული გზების მოძიება.

ცნობისთვის, კომპანია შპს „საქ-ავტოტრანსი 2014“-მ ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2019 წლის 18 იანვარს გაიმარჯვა.

Comments
Loading...