- Advertisement -

ზუგდიდის მერიის შინმოვლის პროგრამაში 100-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული

მერიის შინმოვლის პროგრამის ,,მზრუნველი მობილური ჯგუფი“ ფარგლებში, მობილური ჯგუფის წევრები ქალაქის ტერიტორიაზე 10 მარტოხელა ბებნეფიციართან იმყოფებოდნენ, საცხოვრებელი გარემო მოუწესრიგეს, სამედიცინო მომსახურება გაუწიეს და მედიკამენტები გადასცეს.

სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი – მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენს, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები.

პროექტი ხელს უწყობს მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას.

მზურნველი მობილური ჯგუფი დაკომპლექტებულია სამედიცინო მუშაკით, დამლაგებლით, მძღოლითა და ახალგაზრდა მოხალისეებით. პროექტში ამ ეტაპზე 100 ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული, თუმცა სტატისტიკა მზარდია, ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინებით.

2017 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-თან ერთად ახალი ინოვაციური პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი-“ ს განხორციელება დაიწყო.

პროექტს მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად ახორციელებს.

Comments
Loading...