ზუგდიდის მერის სტიპენდია 19 სტუდენტს დაენიშნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, სტიპენდია 19 წარჩინებულ ზუგდიდელ სტუდენტს დაენიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სტუდენტებს გიორგი შენგელიამ პირადად გააცნო.

“ჩვენთვის ახალგაზრდების წახალისება და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ ხართ ის ფუნდამენტი, რაზედაც ჩვენ ვდგავართ და რომელიც ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს განათლებასა და განვითარებას, თქვენს წინსვლას და ეს არის მცირეოდენი ინვესტიცია ამ დიდი საქმეში. მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც თქვენი განათლებით ზრუნავთ და იზრუნებთ ჩვენი ქვეყანის მომავალზე. მერის სტიპენდია, რომელსაც თქვენ მიიღებთ იქნება ჩვენი მცირედი შენატანი იმ დიდ საქმეში, რასაც თქვენი სწავლა -განათლება ჰქვია. ყოველთვის თქვენს სამსახურში გვიგულეთ“ – აღნიშნა სტუდენტებთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა.

სტუდენტები მერის სტიპენდიას 250 ლარის ოდენობით მიიღებენ.

დღესვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ 4 წარჩინებული ახალგაზრდა დააფინანსა.

მარიამ ნარმანიას, რომელიც ხატავს, ქმნის თოჯინებს და ბისერებით მუშაობს თექაზე სახატავი მასალების შეძენა დაუფინანსდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტ ვიქტორია გუგუჩიას ზაარლანდის უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამით გამგზავრება თანადაუფინანსდა.

ბრიუსელსა და სტრასბურგში გამგაზრების ხარჯები დაუფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტ დავით ესართიას.

აგრეთვე, ქალაქ სტამბულში გამგაზვრების ხარჯები დაუფინანსდა წარმატებულ სპორტსმენს უტა ფონიავას, უტა სტამბულში ჩემპიონატში მონაწილეობის მისღებად მიემგზავრება.

Comments
Loading...