ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 4 მილიონ 545 ათასი ლარით გაიზარდა

შესაბამის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტიას საკრებულოს სხდომაზე მხარი დღეს ერთხმად დაუჭირეს.როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილებით, 295 ათასი ლარი 2018 წლის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოიყო, ამავე თანხაში შედის მუნიციპალური ავტოპარკის განსაახლებლად მერიის მიერ აღებული სესხი 3 მილიონ 500 ათასი ლარი, რომლის დაფარვის ვადაა 2029 წლის 31 მარტი.

მისივე თქმით, აქვე განსაზღვრულია მიზნობრივი ტრასფერის სახით მთავრობი განარგულებით დამატებით 750 000 ლარი, რომელიც საჯარო სკოლების ინსფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

ზუგდიდის ბიუჯეტი არსებული ცვლილებების გათვალისწინებით 52 მილიონ 615 400 ლარია. საკრებულოს თავმდჯომარე მამუკა წოწერია იმედოვნებს, რომ ბიუჯეტი წლის განმავლობაში არაერთხელ გაიზრდება.

Comments
Loading...