- Advertisement -

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყველაზე გამჭირვალე მუნიციპალიტეტების ხუთეულშია

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო ,,რუმსში“ გაიმართა. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია დაესწრნენ.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მეორე წელია მყარად ინარჩუნებს, ყველაზე გამჭირვალე მუნიციპალიტეტის პოზიციას ტოპ ხუთეულში. შარშანდელთან შედარებით წელს წინა პოზიციაზე, მეოთხე ადგილზეა. ხუთეულში მოხვედრის გარდა მუნიციპალიტეტები უნდა ზრუნავდნენ ამ ხუთეულში პოზიციის შენარჩუნება-გაუმჯობესებაზე.“ – აღნიშნა კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის ექსპერტმა გიორგი ტოკლიკიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაციაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

ღონისძიების შემდეგ დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტები, რომლებმაც 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მაღალი შედეგები აჩვენეს.

საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა. ბათუმთან ერთად დაჯილდოვდნენ რუსთავის, ლაგოდეხის, ზუდიდის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები.

Comments
Loading...