- Advertisement -

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე ირაკლი აბშილავამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მან სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომდგომლობა.
“მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. თავს არ დავიცვა,”- აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე და უფლებადამცველის ყოლაზე უარი განაცხადა.

28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში და დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 15 ნოემბერს დაინიშნა.

Comments
Loading...