ზუგდიდის #6 სკოლის პედაგოგმა ენმ-ს აქტივისტის წინააღმდეგ ღირსების შელახვის მცდელობისთვის სარჩელი შეიტანა

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის პედაგოგმა ინეზა მურღულიამ ენმ-ს აქტივისტის მაია კალანდიას წინააღმდეგ ღირსების შელახვის მცდელობისთვის სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

როგორც პედაგოგი აცხადებს, ენმ-ს აქტივისტმა Facebok-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტრომ ზუგდიდის მეექვსე სკოლაში აუდიტის სამსახური ინეზა მურღულიას წერილის საფუძველზე გამოაგზავნა.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

პედაგოგი ინეზა მურღულია ენმ-ს აქტივისტისგან საჯარო ბოდიშის მოხდასა და კომპენსაციას ითხოვს, რომელსაც მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს გადაურიცხავს.

Comments
Loading...