- Advertisement -

ზუგდიდი კოლხური ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

ზუგდიდი კოლხური ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალზე წარმოდგენილია 50 მდე ღვინის კომპანიისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან, ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობენ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები, მოწყობილია სოფლის მეურნეობის სივრცეები და წარმოდგენილია ტექნიკა.

ფესტივალის ორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

როგორც სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა.
მაქვს

Comments
Loading...