- Advertisement -

ზუგდიდში ავარიის შედეგად გაზის მილი დაზიანდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში უბერისა და გამარჯვების ქუჩების კვეთაზე.
“სუბარუსა” და “ფორდის” მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ერთ-ერთი ავტომობილი გაზგაყვანილობის სისტემას შეეჯახა, რამაც გაზის გაჟონვა გამოიწვია. ავარიის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო სუბარუს მძღოლმა. ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები და ” სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენლები.

ავარიის შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩას.

Comments
Loading...