- Advertisement -

ზუგდიდში, გაზის ბალონი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება.

Comments
Loading...