- Advertisement -

ზუგდიდში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი, ექიმის წინააღმდეგ სამართლებრივ დავის დაწყებას გეგმავს

ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი თენგიზ ზარანდიას ოჯახის წევრები მომხდარში ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმს გიორგი გერლიანს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს დახმარების თხოვნით მიმართავენ. გარდაცვლილის შვილის განცხადებით, ქირურგმა ოპერაციის დროს არასწორი მანიპულაცია ჩაატარა, კერძოდ კი, ჭრილობებზე ნაკერები არასწორად დაადო, რასაც შემდგომი გართულებები მოყვა.

“სულ ჩაუტარდა ექვსი ოპერაცია, აქედან ოთხი ზუგდიდში და ორი თბილისში. თვეზე მეტხანს წვალობდა. პირველი ოპერაცია იყო უსისხლო. ოპერაციის შემდეგ ჭრილობა ცუდად იყო გაკერილი. პირველი არასწორი ოპერაციის შემდეგ კიდევ ხუთი დასჭირდა. რა თქმა უნდა ექიმს ვადანაშაულებთ “, – აცხადებს ზარანდიას ოჯახის წევრი.

ცხედარი გადასვენებულია ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და ოფიციალური დასკვნის შემდეგ ოჯახი სამართლებრივ დავას დაიწყებს.

მათი მოთხოვნაა, ექიმს შეუჩერდეს ლიცენზია.

რაც შეხება გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმი რამდენიმე პირმა სცემა, ზარანდიას შვილი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ გარდაცვლილის ძმამ მიაყენა.

“ჩემი ძმა იყო წასული შარვლის საყიდლად ბაზრობაზე, რა დროსაც ნახა ექიმი და სწორედ მაშინ მოხდა მათ შორის დაპირისპირება“,- აცხადებს ზარანდიას შვილი.

თავად გიორგი გერლიანი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ექიმის მამის ინფორმაციით, შვილმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო უკვე დატოვა და რეაბილიტაციის კურსს ქალაქგარეთ გადის.

ექიმის ცემის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებულია არასრულწლოვანი.

Comments
Loading...