ზუგდიდში, გარემოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ

ზუგდიდში, გამსახურდიასა და კეიდიას ქუჩაზე მომუშავე გარემოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გარევაჭრობა შემოსავლის ძირითადი წყაროა.

თავად, მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ყველა მოვაჭრისთვის ალტერნატიული ფართი შეთავაზებულია და მიმდინარე კვირას ზუგდიდში ყველა ლოკაციაზე გარევაჭრობა აიკრძალება.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, წუხელ რუსთაველისა და კეიდიას ქუჩაზე არსებული გარემოვაჭრეების დახლები აიღეს.

Comments
Loading...