- Advertisement -

ზუგდიდში გზებზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ბათუმის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ამ დროისთვის ქალაქის 30-მდე ქუჩაზე უკვე განხორციელდა ასფალტის საფარის სრულად აღდგენა.

ინფრასტრუქტურისთვის და მშენებელობისთვის მიმდინარე წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილ იქნა 14 084 824 ლარი.

სამუშაოების თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 386 645 ათასი ლარი გამოიყო.

Comments
Loading...