ზუგდიდში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, გზა რეაბილიტირდება რუხის, ზედაეწერის, ჭკადუაშის, ნარაზენი- შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ამ ეტაპზე 16 სოფლის გზის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს, ხოლო ქალაქში დაგეგმილია 10 გზის რეაბილიტაცია და 100-მდე ქუჩის აღდგენითი სამუშოების განხორციელება.

სულ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთის 36 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

Comments
Loading...