ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, ღონისძიება “ძველი და ახალი დროის სინთეზი” გაიმართება

დღეს, 6 სექტემბერს, საღამოს 20:00 საათზე, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ღონისძიება „ძველი და ახალი დროის სინთეზი“ გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

თქვენს მუსიკალურ განწყობაზე ანსამბლი „ოდოია“ იზრუნებს. სასიამოვნო განწყობას ზუგდიდის საცხენოსნო კლუბი „ხარება“ და ცხენოსნები შექმნიან (თავისუფალი ფოტოსესია, ცხენით გასეირნება).

გაიმართება „ფლეშმობი“ – ქართული ხალხური ცეკვის ელემენტებით. ასევე სახეზე მოხატვა – განწყობა შენი არჩევანია.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, „ზუგდიდი – შენი განწყობის ქალაქი“-ს ფარგლებში ყოველ პარასკევს 20:00 საათზე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში იმართება.

Comments
Loading...