- Advertisement -

ზუგდიდში “ერთი თბილი ოთახი”-ს პროგრამაში 18 ოჯახი ჩაერთო

მიმდინარე წელს, “ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში 18 ბენეფიციარი ჩაერთო. პრიორიტეტული ოჯახები, მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე გამოავლინა. კომისიისვე გადაწყვეტილებით, თანხა რომელიც ერთ ოჯახზე 5000 ლარით იყო განსაზღვრული 7000 ლარამდე გაიზრდება.

2017 წლიდან დღემდე ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამით 29 ბენეფიციარმა ისარგებლა.

Comments
Loading...