- Advertisement -

ზუგდიდში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა

ზუგდიდში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ექიმის უკანონოდ დაკავების ფაქტს გმობენ და იმედოვნებენ, რომ პრობლემა მალე აღმოიფხვრება და გაფრინდაშვილს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.

ცნობისთვიც, 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.

Comments
Loading...