ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაცია დაწყებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს ნუგზარ გაბელიასთან ერთად გაეცნო.

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 4 744 444 ლარია. რეაბილიტირდება 2 440 მეტრი გზა, დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, გზის ორივე მხარეს მოეწყობა ღია ტიპის სანიღვრე და ტროტუარები. სამუშაობეს შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

Comments
Loading...