ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩა №27, №28, №29, №30, №32 და №33-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 902 171 ლარია.

პროექტი ითვალისწინებს ბეტონის ბორდიურების, გაზონებისა და ელ. განათების მოწყობას დეკორატიული ჭაღის ტიპის სანათებისგან, საშუალომარცვლოვანი ბეტონის საფარისა და კორპუსების ირგვლივ ბეტონის სარინელის მოწყობას, აგრეთვე დაგეგმილია წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია.

Comments
Loading...