ზუგდიდში საახალწლო ფესტივალი გაიმართა -ფოტოები

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, საახალწლო სოფელი გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. მოეწყო სამეწარმეო მარკეტი, სადაც რეგიონის მეწარმეები მონაწილეობენ.

ფესტივალზე წარმოდგენილია საახალწლო სუვენირები და აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია. დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს ხელთნაკეთ ნივთებს, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ღვინო, მეგრული ჩაი და სამზარეულო. დღის განმავლობაში საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს, სადაც რეგიონის მასშტაბით ანსამბლები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია თოვლის ბაბუას მობრძანება მთავარ ნაძვის ხესთან. ბენდის კონცერტი, კოკა-კოლას ქარავანისა და ზღაპრის გმირების სტუმრობა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერებთან, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან, მაჟორიტარ დეპუტატთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

საახალწლო ფესტივალი სამეგრელო – ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის მხარდამჭერები ასევე არიან: USAID პროექტი ზრდა საქართველოში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო Association Agricultural development.

Comments
Loading...