- Advertisement -

ზუგდიდში საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდში, მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი შუა ხნის ქალბატონი გარდაიცვალა. ამის შესახებ აიპრეს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა ნიკოლოზ ჭეჟიამ განუცხადა.

"ქალბატონს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პოლიტრავმნები, ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნებოდა,"-განაცხადა ჭეჟიამ..

ინციდენტი ზუგდიდში ერთი საათის წინ მოხდა. რუსთავლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართლიდან 40 წლის ქალი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

Comments
Loading...