- Advertisement -

ზუგდიდში, სოფელ დარჩელის გზაზე ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, დაახლოებით ორი საათისთვის მოხდა. ავტომანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ ხეს და ჭიშკარს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

Comments
Loading...