ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობა გზის შეკეთების მოთხოვნით აქციას მართავს

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის მცხოვრებლებმა გზის შეკეთების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ობუჯი-ჯიხაშაკრის დამაკავშირებელი გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენას ითხოვენ.

ადგილობრივების განცხადებით, მათ გზის შეკეთების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ.

შეკრებილებს აქციაზე ზუგდიდის ვიცე-მერი გიორგი შენგელია შეხვდა. შენგელია მოსახლეობას უახლოეს მომავალში აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

მისი თქმით, ჯიხაშკარის გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, მაგრამ ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.

Comments
Loading...