- Advertisement -

ზუგდიდში ხანდაზმულთა დღის ცენტრი გაიხსნა

რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა ,,თანაზიარი,“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხანდაზმულთა დღის ცენტრი გახსნა. დღის ცენტრი სოციალური საცხოვრისის შენობაშია განთავსებული.

დღის ცენტრი მარტოხელა ხანდაზმულებს მოემსახურება, ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალიზაციას მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების გზით.

პროექტი “უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში ხორციელდება და მას ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან: საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთთან“ (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF) ერთად ახორცილებს.

დღის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ბენეფიციარები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთში.

Comments
Loading...