ზუგდიდში ხუთი საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებული ხვდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად “მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული მერვე საჯარო სკოლა დაათვალიერა. ამ სკოლასთან ერთად პროექტის ფარგლებში ზუგდიდში მე-10, მე-4, ინგირის მე-2 და დარჩელის პირველი საჯარო სკოლები სრულად რეაბილიტირდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სკოლები აღჭურვილია ასევე სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით.

Comments
Loading...