ზუგდიდში, 5 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს უმასპინძლებს

“პრეზიდენტის ნაძვის ხე” 5 იანვარს, 17:00 საათზე, ზუგდიდში, სკეიტპარკში გაიმართება და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღნიშნული საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე იმართება, რომელიც საქართველოს რეგიონების გაძლიერებასა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.

Comments
Loading...