- Advertisement -

თავისუფლების მარშში მონაწილეობის მისაღებად “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ქუთაისიდან ორგანიზებულად არ გაემგზავრებიან

თბილისში დაგეგმილი თავისუფლების მარშში მონაწილეობის მისაღებად პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ქუთაისიდან ორგანიზებულად არ გაემგზავრებიან.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის ამირან ძოწენიძის თქმით, პარტიის წევრები და მხარდამჭერები საკუთარი სურვილით წავლენ დედაქალაქში.

“ამ ეტაპზე გამგზავრების ორგანიზების აუცილებლობას ვერ ვხედავთ, რადგან აქცია თბილისში საკმაოდ მასშტაბურია და ამავე დროს აქციები ქუთაისშიც იმართება. მე პირადად მივდივარ დედაქალაქში და შევუერთდები აქციას. ჩვენ ვაპროტესტებთ შინაგან საქმეთა მინისტრის ამ დრომდე თანამდებობაზე ყოფნას”-განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

ასევე არაორგამიზებულად მიდიან დედაქალაქი პარტია” ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წარმომადგენლები. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯომარის მოადგილის გიგა შუშანიას თქმით ის უკვე დედაქალაქშია, მისივე ინფორმაციით თავისუფლების მარშში მონაწილეობის მისაღებად პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესიკ ბრეგაძეც გაემგზავრა.

Comments
Loading...