- Advertisement -

თბილისში “პატრიოტთა ალიანსის” დაანონსებულ აქციას სამეგრელოდან უერთდებიან

პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მიერ დაანონსებულ აქციაზე თბილისში სამეგრელოს რეგიონიდან პარტიის წევრები და მხარდამჭერები გაემგზავრნენ.

ჟურნალისტებთან საუბარში მათ განაცხადეს, რომ პარლამენტში, საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ და თუმცა არცერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ უერთდებიან და საკუთარ პროტესტს რესპუბლიკის მოედანზე თანაგუნდელებთან ერთად განოხატავენ.

როგორც ისინი აცხადებენ, აქციაზე დასაწრებად გაემგზავრნენ 13 სამარშრუტო ტაქსით და რამდენიმე მსუბუქი მანქანით.

“დღეს შევიკრიბეთ რამდენიმე ლოკაციაზე. სამარშუტო ტაქსებით მივემგზავრებით დედაქალაქში დაგეგმილ აქციაზე. ყველა მათგანი გმობს “ქართული ოცნების” ქმედებებს. ჩვენ ვართ ხალხის გვერდით, ჩვენი სურვილია დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ახალგაზრდების სისხლით მონაპოვარი პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში,არ ვუერთდებით სხვა პოლიტიკურ პარტიებს “- განმარტავენ ისინი.

Comments
Loading...