- Advertisement -

თბილისში ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე ღვინის მუზეუმი გაიხსნება

“თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა რომ, თბილისს, სულ მალე ღვინის მუზეუმი შეემატება.

“თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა რომ, თბილისს, სულ მალე ღვინის მუზეუმი შეემატება.

“თავისუფლების ქარხნის” თანადამფუძნებელმა სანდრო კაკულიამ “თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა რომ , საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც  ღვინის საუკუნოვანი ისტორია აქვს, მალე,  ღვინის მუზეუმი ექნება.

თბილისს ჩვენს დედაქალაქსღვინის სამშობლოსბევრი ასეული ათასწლოვანი ისტორიითსამწუხაროდარ აქვს ღვინის და ვაზის მუზეუმიღვინის მუზეუმი უმნიშვნელოვანესი პროექტიარომელზეც მუშაობას დღეიდან ვიწყებთ. ,-განაცხადა სანდრო კაკულიამ.

ღვინის ქარხანა #1-ის ერთ-ერთმა მეპატრონე გოგა კალანდაძემ პარტნიორ ზაზა დუდაურთან ერთად საზოგადოებას, საზეიმო ვითარებაში წარუდგინა ის ადგილი, სადაც  ღვინის მუზეუმი იქნება განთავსებული.

„დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი მოხვედით. დღეს ძალიან ლამაზი სიყვარულის დღე გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, სიყვარულის გარეშე თავისუფლება არ არსებობს. მინდა გითხრათ, ვაპირებთ, ღვინის მუზეუმის გახსნას. ღვინის მუზეუმის პირველ ჩანასახს ჩემს პარტნიორ ზაზა დუდაურთნ ერთად გავხსნი.

ღვინო არის ჩვენი უსაყვარლესი და უმაგრესი პროდუქტი, რომელმაც ჩვენ შეგვინარჩუნა იდენტობა“,-განაცხადა გოგა კალანდაძემ.

ცნობისთვის, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია წარმოადგინა.

კერძოდ, თბილისში, ღვინის ქარხანა #1ის ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის.

Comments
Loading...