თებერვლის ბოლოს ქუთაისში ყინულის მოედანი დაიწყებს ფუნქციონირებას

მოედანზე დაზიანებული აგრეგატი ახალი დანადგარით ჩანაცვლდა. სამონტაჟო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „ტრემაქს ჯორჯია“ ახორციელებს, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერის მოადგილე იუზა უგულავამ, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა კობა ფხაკაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ, საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერეს.

ყინულის მოედნისთვის საყინულე დანადგარის (ჩილერის) შეძენა-მონტაჟისთვის, ასევე საცირკულაციო ტუმბოსა და ეთილენ გლიკოლის შესაძენად, ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 177 399 ლარი გამოიყო.

Comments
Loading...