თელავის მერიამ საახალწლოდ ჯილდოს სახით 144 თანამშრომელზე 129 400 ლარი გასცა

მერიაში აცხადებენ, რომ ამ სახით თანამშრომლების წახალისება მოხდა და მერს წასახალისებელ თანამშრომელთა სია შესაბამისმა სამსახურებმა წარუდგინეს.

“ჯილდო, როგორც არის უკვე გაწერილი კანონით, შესაძლებელია გაიცეს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით და შეფასების მიხედვით წლის განმავლობაში. ასე რომ,აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ამ თანამშრომლებისთვის მიგვეცა წლის ბოლოს ჯილდო. ეს არ არის არც საახალწლო პრემია, არც არაფერი. ეს არის ჯილდო, რომელიც არის კანონით გაწერილი და რომელიც თითოეულ თანამშრომელს შეგვიძლია რომ მივცეთ მათი შეფასების მიხედვით.”- განაცხადა თელავის მერმა,შოთა ნარეკლიშვილმა.

მერიის თანამშრომლებმა ჯილდოს სახით ხელფასის ოდენობის თანხები მიიღეს.

Comments
Loading...