თელავის მერიის უარის მიუხედავად ოპოზიცია ერეკლე მეფის ძეგლის მიმდებარედ აქციის გამართვას მაინც გეგმავს

თელავის მერიის უარის მიუხედავად ოპოზიცია ერეკლე მეფის ძეგლის მიმდებარედ მშვიდობიანი აქციის გამართავს მაინც გეგმავს. ამის შესახებ “აიპრესთან” საუბრისას პარტია “ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ მერიას უარის თქმის უფლება არ ჰქონდა და მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დათქმულ დროსა და ადგილას გაიმართება.

“მერიას არ ჰქონდა უფლება უარის თქმის, ჩვენ ვითხოვდით ტექნიკურ უსაფრთხოებას.თუმცა უარის მიუხედავად ხვალ 14:00 საათზე მშვიდობიანი აქციის გამართვას მაინც ვგეგმავთ”- განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისათვის, ოპოზიცია აქციის გამართვას რუსთაველის ქუჩაზე, კერძოდ ერეკლე მეფის ძეგლსა და ჭადარს შორის არსებულ პერიმეტრზე გეგმავს.

Comments
Loading...