თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად ხუთ მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა

თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად ხუთ მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა. ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა.

მერის ინფორმაციით, მდინარე სტორის მიმდებარედ მობილიზებულია ტექნიკა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები.

ამასთანავე,დღეს 16:00 საათზე კახეთის გუბერნატორი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბში ბრიფინგს გამართავს.
ამ წუთებში კი ირაკლი ქადაგიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. საუბრის თემა სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის აგროსესხების გადავადებაა.

Comments
Loading...