თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ბოლო ერთი კვირის მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამ დროისათვის მკურნალობას სხვადასხვა ასაკის 30 პაციენტი გადის,მათ შორის 5 ბავშვია.

“ლაბორატორიულად H1N1 ვირუსით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. პაციენტებს ძირითადად სუნთქვის უკმარისობა,მაღალი ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნებათ. სიტუაცია მართვადია და უტარდებათ ინტენსიური მკურნალობა, თუმცა აღსანიშნავია,რომ თუ ახალ წლამდე სტაციონარში 15-20 პაციენტი გვყვავდა, ახლა მათი რიცხვი 30-მდეა გაზრდილი”, – განაცხადა საავადმყოფოს მენეჯერმა,ხათუნა ჭონიაშვილმა.

Comments
Loading...