თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განათდა

თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განათდა. განათებები დამონტაჟდა თელავის ცენტრალურ ქუჩებშიც.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ საახალწლო კონცერტში, რომელშიც მონაწილეობას თემო საჯაია, ვერიკო ტურაშვილი და ჯგუფი ,,Sparkle,, მიიღებენ, 28 ათას ლარამდე დაიხარჯება.

“განათება უკვე ჩართულია, ავანთეთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხეც. რაც შეეხება კონცერტს, 31 დეკემბერს სავარაუდოდ 21:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ვერიკო ტურაშვილი, თემო საჯაია და ჯგუფი “Sparkle” მიიღებენ”- განუცხადა “აიპრესს” თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა.

თელავის ცენტრალურ მოედანზე კონცერტს ფოიერვერკი დაასრულებს.

Comments
Loading...