თელავის ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თელავის ცენტრის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, სოზარ სუბარის ინფორმაციით, იგეგმება გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველისციხის ცენტრის რეაბილიტაცია.

“დაიწყება ასევე ზუგდიდის ცენტრის და ცენტრალური ბულვარის პროექტირება”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, მოხდება ასევე რამდენიმე რაიონული გზის რეაბილიტაცია, კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის და სოფელ ჭერემის გზების რეაბილიტაცია.

სოზარ სუბარის განცხადებით, სამუშაოების საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

Comments
Loading...