თელავში, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თელაში, აღმაშენებლის გამზირზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველთა ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის საპირისპირო მხარეს მოძრავ “ჯიპს” შეეჯახა.

ავარიის შედეგად ორი დაშავებული სასწარაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებული 17 და 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტოროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო.

Comments
Loading...