- Advertisement -

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში. ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს "ბეემვე"-სა და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

Comments
Loading...