- Advertisement -

თელავში ბებია 10 წლის ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდა

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბე­ბია შვი­ლიშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წრო­და. 10 წლის ბიჭი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ვად­მყო­ფო­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­ა­თავ­სეს.

მედიკოსების ინფორმაციით, ბიჭს სა­ხის და ხე­ლის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და სი­ლუ­ჯე აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მას შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­და. ამ დროისთვის მოზარდი კლინიკიდან გაწერილია.

მომ­ხდა­რის შეს­წავ­ლა უკვე და­ი­წყო კა­ხე­თის სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა.

“ბავ­შვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კა­ხე­თის სო­ცი­ა­ლურ ცენ­ტრში პა­რას­კევს 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე შე­მო­ვი­და. მომხდარის შესახებ სკოლის დირექციამ მოგვაწოდა ინფორმაცია, სადაც ბავშვი სწავლობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვს, ბე­ბიის თქმით, ის ბავ­შვის ოფიციალური მე­ურ­ვეა და მას­ზე კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა აქვს. ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ვა­მოწ­მეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ბე­ბია არ არის კა­ნო­ნი­ე­რი მე­ურ­ვე და მას აქვს მხოლოდ სოფლის რწმუნებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

ბავ­შვი ამ ეტაპ­ზე არის მა­მი­დას­თან უსაფრ­თხოდ, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მა­ინც ჩარ­თუ­ლია საქ­მე­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მივა ოჯახ­ში და და­ი­წყებს მუ­შა­ობს.

შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვს კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს და­ვუ­ნიშ­ნავთ, რის შემ­დე­გაც ბავ­შვის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლი მო­ი­ძებ­ნე­ბა,თუ მამიდას ექნება სურვილი გახდეს ბიჭის კანონიერი მეურვე, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ არადა მოზარდი სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ იქნება. ჩვენი ინფორმაციით, ბიჭი სკოლაშიც სისტემატიურად დადიოდა და საკმაოდ კარგად სწავლობს, სკოლის დირექციის ინფორმაციით, მათ ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევა აქამდე არ შეუმჩნევიათ და ჩვენთვისაც არ მოუმართავთ.”- განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის კა­ხე­თის სამ­ხა­რეო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დალი მო­სი­აშ­ვილ­მა.

“აიპრესის’ ინფორმაციით, არას­რულ­წლო­ვა­ნის მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინფორმაციით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სის­ტე­მა­ტურ ცე­მას ან სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია.

ასევე უწყების ცნობით, ბებიის მიმართ გამოწერილია შემაკავებელი ორდერი.

Comments
Loading...