- Advertisement -

თელავში, გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ტელეკომპანია “რუსთავი 2ის” ეთერში გასულ მორიგ სკანდალურ ჩანაწერს აქციით ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობა”.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობით გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პარტიის მხარდამჭერები და ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები ამ წუთებში თელავში, გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

“ამ ქვეყანაში არის დიდი კრიმალური დაჯგუფენა, რონელიც სარდაფებში ადამიანების ჩაყვანით და წამებით არის დაკავებული. მთავრობის წარმომადგენლები გამოდიან და ამ ყველაფრის გაპრავებას ცდილობენ. დღეს თუ აქ დგას 200 ადამიანი ხვალ ათასობით გამოვა. ეს ხელისუფლება კრიმინალური ბანდაა, რომელიც ამ შენობაშია (კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია) დაბანაკებული და ქვეყანას კრიმინალური მეთოდებით მართავენ “- განაცხადა ნაცმოძრაობის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა.

ბოტკოველი პარტიის მხარდამჭერებთან ერთად კახეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვს.

Comments
Loading...