- Advertisement -

თელავში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები თელავში დილის 12 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ ,,აიპრესს,, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა.

შოთა ნარეკლიშვილის თქმით, მთელი დღის განმავლობაში თელავის ცენტრალურ მოედანზე, რამდენიმე ლოკაციაზე ყველა ასაკის სტუმრისთვის ჩატარდება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები.

"ღონისძიებებს თელავის ცენტრალურ მოედანზე 12 საათიდან დავიწყებთ. მოეწყობა სცენა, სადაც თელავთან დამეგობრებული ქალაქებიდან, ლიტველი და ბელორუსი სტუმრები გამართავენ კონცერტს. სხვადასხვა საკონცერტო ნომრებს შეასრულებენ ადგილობრივი ანსამბლებიც. საღამოს გალა კონცერტი ზუსტად რვა საათზე დაიწყება. მოეწყობა ასევე ღვინის გამოფენა, სპეციალურად პატარებისთვის იქნება გამოყოფილი საბავშვო კუთხე,თავდაცვის სამინისტრო გამოფენს თავის ტექნიკას.ხვალინდელ დღეს კი როგორც უკვე აღვნიშნე, გალა კონცერტი და ფოერვერკი დაასრულებს", –  განუცხადა "აიპრესს" შოთა ნარეკლიშვილმა.

Comments
Loading...