- Advertisement -

თელავში “ერეკლეობასა” და “თელავქალაქობას” აღნიშნავენ

მეფე ერეკლე მეორის დაბადებიდან 298 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში ბატონის ციხის გალავნის ეზოში მოწყობილია მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტის “მეფე ერეკლე- ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ გაცნობა დამთავრიელებლებს მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში შეუძლიათ.

ტრადიციულად, საღამოს დასახელდებიან “საპატიო თელაველები.“ საზეიმო ღონისძიებებს თელავის მთავარ მოედანზე გალა კონცერტი და ფოიერვერკით დაასრულებს.

Comments
Loading...