- Advertisement -

თელავში “ერეკლეობა 2019” მიმდინარეობს

ერეკლეობა 2019-ის ფარგლებში ღონისძიებები დილიდან დაიწყო. მეფის კარის ეკლესიაში ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.

კულტურული, გასართობი ღონისძიებები ქალაქის მთავარ მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყება. გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის, ბექა ხუცურაულის ნამუშევრების გამოფენა, ჩატარდება ფესტივალის ,,ერეკლეობა 2019,, მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია, დასახელდებიან საპატიო თელაველები, გალა კონცერტი 16:00 საათზე დაიწყება, მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მერაბ სეფაშვილი, მაია ბარათაშვილი და ჯგუფი ,,ფრენდ საიდი,, დღეს კი გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

Comments
Loading...